წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 1.5 მილიარდ აშშ დოლარს (ზრდა +7%) შეადგენს, რაც 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 578 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა +5%) შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 28 მილიონით აღემატება.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით 7.1%-ია.
ცნობისთვის: 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.1%) შეადგენს, რაც 518 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, ტურიზმის წილი მშპ–ში 2018 წლის მონაცემებით 7.6%-ია.

























