2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს რკინიგზამ 1,600,000 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 6.6%-ით მეტია.
ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, რკინიგზასთან ერთად გაზრდილია საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული ტვირთების ჯამური რაოდენობაც და ის 5,600,000 ტონას შეადგენს. ეს 2018 წელთან შედარებით 1.8%-ით მეტია.
პორტების ტვირთბრუნვა უცვლელია და კვლავ 2.6 მილიონ ტონას შეადგენს, თუმცა გაზრდილია გატარებული კონტეინერების რაოდენობა. ფოთის პორტი იანვარ-თებერვალში 70,224 კონტეინერს (TEU ერთეული) მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 29.5%-ით მეტია. ბათუმის საკონტეინერო ტერმინალმა კი 5,959 კონტეინერი მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით 47%-ით ნაკლებია.

























