ამასთანავე, მზარდია სხვა ტიპის გადაზიდვებიც, რის შედეგადაც, რკინიგზა ეტაპობრივად, 2015-2016 წლებში არსებულ გადაზიდვის მაჩვენებლებს უბრუნდება.
მატება განპირობებულია, როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით. 2019 წლის პირველ კვარტალში გადაიზიდა 1.48 მილიონი ტონა მშრალი სავაგონო ტვირთი, 2018 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 9%-ით არის გაზრდილი.
2018 წლიდან საქართველოს რკინიგზით ახალი ტვირთების, კერძოდ, ყაზახური ხორბლის და ნახშირის ტრანზიტული გადაზიდვები ხორციელდება.
2019 წლის პირველ კვარტალში საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - გადაზიდულია 18 000 კონტეინერი, 2018 წელთან შედარებით მაჩვენებელი 31%-ით არის გაზრდილი.
გაზრდილია გადაზიდვებისდან მიღებული შემოსავალიც. პირველი კვარტლის მდგომარეობით, ის $2.33 მილიონ დოლარს უდრის.
გადაზიდვების სტატისტიკა წლების მიხედვით:

























