მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019 წლის პირველ ორ თვეში ქურდობების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა, გახსნის რიცხვი 11%-ით დაეცა

5c9e43eb91c65
შოთა ტყეშელაშვილი
29.03.19 20:40
885
2019 წლის 2 თვის განმავლობაში საქართველოში რეგისტრირებული კრიმინალის რაოდენობა 31.46%-ით გაიზარდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. 

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, 7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული დანაშაულის გახსნის კოეფიციენტი და ის 24.07%-ს შეადგენს. 

საპატრულო პოლიციამ 2019 წლის ორი თვის განმავლობაში სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევის სულ 11,671 შემთხვევა აღრიცხა. 

დანაშაულთა კატეგორიების მიხედვით, პირველ ადგილზე საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი კრიმინალური აქტებია. 2019 წელს ამ კატეგორიის სულ 4,905 ფაქტი აღირიცხა, რაც 2018 წელთან შედარებით 31.9%-ით მეტია. გახსნის კოეფეიციენტი აქაც შემცირებულია და ის მხოლოდ 14.23%-ს შეადგენს. წლის განმავლობაში ქურდობის 3,898 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ 14.29% გაიხსნა. 2017 წელს გახსნის კოეფიციენტი 25.26% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები