მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019 წლის პირველ ხუთ თვეში ეკონომიკური ზრდა 4.9% იყო

5d15c35ee0db1
შოთა ტყეშელაშვილი
28.06.19 11:31
944
2019 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.9% შეადგინა, ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის მიხედვით, მაისის განმავლობაში ზრდამ 4.7% შეადგინა. წლის პირველი კვარტლის ზრდა 4.9% იყო, აპრილში ზრდამ 5.1%, ხოლო მაისში კი 4.7% შეადგინა. 

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში და მშენებლობაში.

მაისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე დადებითი გავლენა მოახდინა ექსპორტის 14.2%-იანმა ზრდამ ასევე დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 13%-იანმა ზრდამ. მაისის განმავლობაში ეკონომიკურმა ბრუნვამ (დღგ-ს ბრუნვამ) 6,930,100,000 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები