გამოცემა The Restaurant-მა მოიარა მსოფლიოს რესტორნები და მათგან საუკეთესო 50 შეარჩია, რომლის ტოპ-ათეულს საფრანგეთიში მენტონი ხსნის.
მსოფლიოს ამ ყველაზე ფერად ქალაქში მდებარეობს, ასევე ფერადი რესტორანი Mirazur, რომელმაც სახელი არგენტინელი შეფ-მზარეულის მეშვეობით, მის მიერ მომზადებული ზღვის პროდუქტებითა და ხედით გაითქვა. მისი ისტორია 2006 წელს დაიწყო და სამ წელიწადში მოახერხა საუკეთესოთა რიგებში მოხვედრილიყო, მიმდინარე წელს კი, მიშლენის სამი ვარსკვლავის მოპოვებაც შეძლო.
კოპენჰაგენში მოგზაურობისას, ტურისტებს უკვე წესად აქვს ქცეული რესტორან Noma-ში ვიზიტი, რომელიც ქალაქის ცენტრში, სანაპიროსთან ახლოს ერთ ძველებურ სახლში მდებარეობს, სადაც 2004 წლამდე საწყობი იყო განთავსებული. ახლა აქ ჩრდილო ატლანტიკის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი და ეს რესტორანია განლაგებული, სადაც გურმანებს ნორდიკული სამზარეულოს "მოლეკულური ინტერპრეტაციით" სთავაზობენ.
მიშლენის წითელი გიდის სიაშია ბასკურ სოფელში მდებარე პატარა რესტორანი Asador Etxebarri, რომელიც გასტრონომიული რევოლუციური გარდატეხაა. სწორედ აქ ჩამოაყალიბა ახალი ბასკური სამზარეულო შეფ-მზარეულმა, რომელიც თვითნასწავლი ვიქტორ არგინსონისია. ის ძირითადად წვავს ხორცს ღია ცეცხლზე და ატარებს ექსპერიმენტებს ნახშირთან და შეშის სხვადასხვა ნაირსახეობებთან. ექსპერიმენტები კი, უმეტესწილად ამართლებს და ამიტომაც ერთ-ერთი საუკეთესოა.
ჩვენი შემდეგი გაჩერება ბანგკოკი და რესტორანი გაგგანია, რომელსაც ინდოელი შეფ-მზარეული გაგან ანანდი მართავს და შესაბამისად მის სახელსაც ატარებს.
საუკეთესოთა რეიტინგშია კოპენჰაგენში მდებარე კიდევ ერთი რესტორანი Geranium-იც. დანიის დედაქალაქი უკვე დიდი ხანია ჩრდილოეთ ევროპის კულინარიულ დედაქალაქად იქცა, სადაც სამზარეულო, კერძები და ტრადიციული ინგრედიენტები სხვა საფეხურზეა აყვანილი. ასე ხდება Geranium-ის შემთხვევაშიც.
გადავინაცვლოთ ლიმაში, აქ განსაკუთრებული რესტორანი „ცენტრალია“, რომელიც მფლობელისა და შეფ-მზარეულის ვირგილიო მარტინესის ბავშვობის სახლში განთავსდა. რესტორანი ყველაფერთან ერთად გამოირჩევა იმით, რომ მენიუ იცვლება 6 თვეში ერთხელ. თუმცა მასში ყოველთვის არის ადგილობრივი დელიკატესები.
კიდევ ერთი რესტორანი პერუს დედაქალაქიდან - „მაიდოა“, ქართულად კი სახელი ასე ჟღერს, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“. როგორც ექსპერტები ამბობენ ატმოსფერო სახელს ამართლებს და აქ ყოველთვის მეგობრული გარემოა, სადაც მსოფლიოსი საუკეთესო სუში და ტრადიციული კერძები მზადდება.
რეიტინგი წარმოუდგენელია ფრანგული სამზარეულოს გარეშეც და ტრადიციულად Arpege-ც დასახელდა. მისი მფლობერლი, ამავე დროს შეფ-მზარეული ალენ პასარია. რესტორანის სპეციალიზაცია კი ფრანგული სამზარეულოა, და ორიენტირებულია ბოსტნეულსა და თევზზე, რომლებიც საკუთარ ფერმაშია მოყვანილი და ეკოლოგიურად სუფთაა.
ბოლო პოზიციას კი, ბარსელონაში მდებარე თანამედროვე ავანგარდული სტილის სამზარეულოს Disfrutar იკავებს.

























