მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020-2024 წლებში ეროვნულ ბანკში საპენსიო სესხებთან დაკავშირებით 3 195 განაცხადი დაფიქსირდა - რაზე ჩივიან?

მსოფლიო

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკს საპენსიო სესხებთან/კრედიტებთან დაკავშირებით 3 195, ხოლო საპენსიო ე.წ. “ოვერდრაფტთან” დაკავშირებით მიმართვა დაფიქსირდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილისთვის გაგზავნილ წერილში.

თურაზაშავილმა ეროვნული ბანკის პრეზიდნტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას მიმართა კითხვებით, თუ რამდენმა პენსიონერმა მიმართა ეროვნულ ბანკს საპენსიო სესხთან დაკავშირებული პრეტენზიით და “ლიბერთის” მიმართ თუ გამოყენებულა სანქციის რაიმე ზომა.

“2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემულ საპენსიო კატეგორიის სესხებთან/კრედიტებთან დაკავშირებით დაფიქსირდა 3,195 ხოლო, საპენსიო ე.წ. „ოვერდრაფტთან“ დაკავშირებით - 295 მომართვა. აღნიშნული მომართვების/განცხადებების შინაარსი განსხვავებულია და მოიცავს როგორც მითითებული საკრედიტო პროდუქტების ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის (მათ შორის, ახალი კორონავირუსით (COVID19) გამოწვეული პანდემიის პერიოდში ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ საფუძველზე შეცვლილ ვადასა და პირობებს), საპროცენტო შენატანებთან, გადახდის გრაფიკთან მიმართებით შეკითხვებს/პრეტენზიებს, ასევე, სესხის/კრედიტის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულ და სხვა სახის საკითხებს”, - წერია თურნავას მხრიდან თურაზაშვილისთვის გაგზავნილ პასუხში.

გარდა ამისა, სებ-ის განმარტებით, ამასთან, ზემოაღნიშნული მომართვების/განცხადებების უმეტესი ნაწილი, როგორც წესი, ერთზე მეტ საკითხს ეხება.

“უფრო კონკრეტულად, ბანკსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის პირობების, საპროცენტო შენატანების, საპროცენტო განაკვეთის ოდენობისა ან/და სესხის/კრედიტის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში სულ დაფიქსირდა 2,776 მომართვა/განცხადება, ხოლო, სხვა საკითხებს, მათ შორის, ადმინისტრაცია/მომსახურებას, ზოგადი ხასიათის ინფორმაციის გამოთხოვას, ბანკის მხრიდან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და ა.შ., შეეხებოდა 714 მომართვა”,- წერია სებ-ის ინფორმაციაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოყენებული სასანქციო ზომების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები