მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2020 ჩვენთვის თვითგადარჩენის წელი იყო, ახალი პროექტების შეჩერება მოგვიწია“ – „მიკროგრინი“

60bb0e5331c41
მარიამ იზორია
05.06.21 21:46
732
ვერტიკალური ურბანული ფერმის „მიკროგრინის“ დამფუძნებელი მარიტა გენებაშვილი bm.ge-სთან პანდემიის გავლენაზე საუბრობს. მისი თქმით, „მიკროგრინის“ გეგმაში 2018 წელს დაწყებული საექსპერტო ბაზრების გაფართოება იყო, თუმცა პანდემიამ და მეზობელ ქვეყნებში პოლიტიკურმა კრიზისმა ახალი ბაზრების ათვისება შეაფერხა.

“ექსპორტი სომხეთში სტაბილურად გვქონდა, თუმცა შეჩერება მოგვიწია, რადგან ჩვენი ძირითადი სეგმენტი რესტორნები და სასტუმროები არიან, მათ კი შეზღუდვებმა ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენეს, ამიტომ ბოლო წელია საქართველოს ბაზარს შემცირებული დატვირთვით ვემსახურებით.

ექსპორტის გაფართოებას აზერბაიჯანსა და თურქეთში ვგეგმავდით, თუმცა, 2020 ჩვენთვის თვითგადარჩენის წელი იყო და ახალი პროექტების შეჩერება მოგვიწია. იმედი გვაქვს 2021 წელს ჰორეკა ბიზნესი, როგორც ჩვენთან, ასევე მეზობელ ქვეყნებშიც აღდგება და საექსპორტო მოლაპარაკებების განახლებას შევძლებთ“ - ამბობს მარიტა გენებაშვილი.

ცნობისთვის, „მიკროგრინის“ ვერტიკალური ურბანული ფერმა 2017 წელს შეიქმნა და 20-მდე სახეობის მიკრომწვანილს აწარმოებს. პროდუქტი ჰორეკა სექტორში და ქსელურ მარკტებში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები