2020 წლიდან საქართველოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
დაგეგმილი ცვლილებები ასეთია:
1) 11 და 12 კლასებში ჩასაბარებელი გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება.
2) ზოგადი უნარების გამოცდა არჩევითი გახდება.
3) იქნება მხოლოდ სამი სავალდებულო საგანი: ქართული ენა, უცხო ენა, არჩევითი საგანი (მათემატიკა, ან ისტორია)
- ტექნიკური მიმართულებები: მათემატიკა
- ჰუმანიტარული მიმართულებები: ისტორია
4) მინიმალურ გამსვლელ ქულას საგნების მიხედვით, თავად უნივერსიტეტი განსაზღვრავს.

























