მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელი დასახულ გეგმაზე 30%–ით ნაკლები გაყიდვებით დავასრულეთ - „ზოდის“ დამფუძნებელი

60068fd05a5f5
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.21 20:00
1178
"2020 წელს დასახულ გეგმებზე 30%-ით ნაკლები შევასრულეთ" - ასე აჯამებს პანდემიურ 2020 წელს სარემონტო მასალების ადგილობრივი მწარმებელი და იმპორტიორი კომპანია „ზოდის“ დამფუძნებელი ზაურ გაბაიძე.

მისი თქმით, წლის განმავლობაში ამოქმედებულმა საკმაოდ ხანგრძლივმა ორმა "ლოქდაუნმა" კომპანიის საქმიანობაზე ნეგატიური გავლენა იქონია.

„გაყიდვებში დასახულ მიზნებზე 30%-ზე ნაკლები შევასრულეთ და 2019 წელთან შედარებით კი 10%-15%-იანი კლება გვქონდა. საქმე იმაშია რომ „ზოდს“ 2019 წელს დიდი დანახარჯები ჰქონდა რადგან წარმოება ავამოქმედეთ, ხოლო 2020 წელს ბათუმში ჩვენი ახალი შოურუმი გავხსენით და პანდემიის პირობებში შემცირებულმა შემოსავალმა ეს ვერ დააბალანსა. გვაქვს ასევე საბანკო ვალდებულებები. საკმაოდ რთული წელი გვქონდა“, - განმარტა ზაურ გაბაიძემ.

„ზოდის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიამ ონლაინ გაყიდვებიც დაიწყო, თუმცა, გაყიდვების ეს ფორმა სათანადო შედეგს კომპანიას ვერ აძლევს.

„ჩვეულებრივ პირობებს თუ შევადარებთ ონლაინ გაყიდვები მხოლოდ 20%-25%-ია, რაც საკმარისი არ არის“ - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები