მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს დიდ ბრიტანეთში წიგნის გაყიდვები 7%-ით გაიზარდა

60880bbf2ac1a
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.21 18:10
513
დიდ ბრიტანეთში წიგნის საცალო გაყიდვები გასულ წელს 7%-ით გაიზარდა და 2,1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. წიგნზე მოთხოვნის ზრდის მთავარ მიზეზად კორონავირუსით გამოწვეული „ლოქდაუნი“ სახელდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის წიგნის გამომცემელთა ასოციაცია აცხადებს, მოთხოვნა განსაკუთრებით იყო გაზრდილი აუდიო-წიგნებზე, სადაც ზრდამ 37% შეადგინა, თუმცა ზოგადად წიგნების გაყიდვების ფონზე, მოთხოვნა შემცირდა სასკოლო წიგნებზე, რადგან სკოლების უმრავლესობა თვეების განმავლობაში დახურული იყო.

გამოცემა წერს, რომ გასულ წელს მოთხოვნის ზრდა ფიქსირდებოდა ზოგად საგანმანათლებლო ლიტერატურაზე და მსგავსი ტიპის წიგნებზე, ზრდამ 2% შეადგინა და გაყიდვებიდან შემოსულმა თანხამ, შესაბამისად, 6.4 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მიაღწია.

მომხმარებელი ასევე აქტიურად ინტერესდებოდა ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურით, სადაც გაყიდვები 16%-ით გაიზარდა, შესაბამისად, 1.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

წიგნის გამომცემელთა ასოციაციის მიხედვით, დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა ციფრულ წიგნებზე, სადაც გაყიდვების ზრდამ 24% შეადგინა, ხოლო მიღებულმა თანხამ -418 მილიონი გირვანქა სტერლინგი.

დიდი ბრიტანეთის წიგნის გამომცემელთა ასოციაცია იმედოვნებს, რომ წიგნებზე მოთხოვნა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები