მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს გურამიშვილის, ავლაბრის და ვარკეთილის მეტროს სადგურების რეაბილიტაცია დაიწყება

5d81fe655155c
ლიკა გურაბანიძე
18.09.19 14:16
2646
„2020 წელს სამივე მეტროს სადგურის - გურამიშვილის, ავლაბრის და ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება,“ - ამის შესახებ BM.GE-ის თბილისი სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აღნიშნავენ, გურამიშვილის და ავლაბრის მეტროს სადგურების კვლევა დასრულებულია.

„ვარკეთილის სადგურის პროექტირება უკვე დაწყებულია და ნოემბერში პროექტი მზად იქნება, შემდეგ ის შესაბამის ექსპერტიზას გაივლის, ხოლო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.

გურამიშვილის და ავლაბრის მეტროს სადგურების კვლევა დასრულებულია, ხოლო ადგილობრივ და საერთაშორისო საპროექტო კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ამ ორი სადგურის პროექტირება დაიწყება.

პროექტებს, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, საბოლოდ ექსპერტიზა სჭირდება. რაც შეეხება ინვესტიციას, პროექტის მიხედვით განისაზღვრება ის თანხა, რაც თითოეული სადგურის რეაბილიტაციაში უნდა ჩაიდოს", - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

რაც შეეხება ინვესტიციას, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ პროექტის მიხედვით განისაზღვრება ის თანხა, რაც თითოეული სადგურის რეაბილიტაციაში უნდა ჩაიდოს. მათივე განმარტებით, ზემოთ ხსენებული სამი პროექტის პარალელურად სხვა სადგურების კვლევებიც გამოცხადდა.

„ახლა მიმდინარეობს ტენდერი "სადგურის მოედანი 1" და "სადგურის მოედანი 2"-ის, ასევე სარაჯიშვილის სადგურის რეაბილიტაციის კვლევებზე,“ - განმარტეს უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები