„იმისათვის, რომ 2020 წელს RYANAIR-ის ფრენები დაიწყოს და ამის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, 2019 წლის ბოლომდე მოლაპარაკებები ინტენსიურად უნდა ვაწარმოოთ“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათაი თურნავამ განაცხადა.
როგორც თურნავა აღნიშნავს, მთავრობის ამოცანაა აქცენტი ახალ ფრენებზე გააკეთოს, რადგან ასე ქვეყანაში მეტი ტურისტი შემოვა.
„მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენ მათ მაქსიმალურად ვაჩქარებთ, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების კონტექსტში. დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მოვრჩებით ამ პროცესს და 2020 წელს RYANAIR-ი ჩვენს ბაზარზე შემოვა“ - განაცხადა თურნავამ.

























