მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების 9 ადმინისტრაციამ 5.2 მლნ ლარი დახარჯა

606d5b55a23f4
ინგა მურუსიძე
07.04.21 11:27
767
2020 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 4,297,151 ლარი შეადგინა, რაც 49,459 ლარით მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (4,247,692 ლარი) შედარებით - ამის შესახებ წერია მიმოხილვაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა.

ორგანიზაციამ შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯები, რომლის თანახმად, დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით, ჯამში, 65,920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი - 56,370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის.

გარდა ამისა, ადმინისტრაციებს ჯამში ჰყავთ 80 ავტომობილი, რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 270,017 ლარი დაიხარჯა, რაც 17,834 ლარით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (252,183 ლარი);

„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა საწვავის შესაძენად 2020 წელს 454,428 ლარი დახარჯეს და შეისყიდეს 254,413 ლიტრი საწვავი; ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 46,327 ლიტრი, ჯამური ღირებულებით - 82,660 ლარი; თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (9,868 ლიტრი) გურიის, აწ უკვე ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ გახარჯა;

სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2020 წელს 47,442 ლარი შეადგინა, მივლინებებზე კი 19,628 ლარი დახარჯა;

წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) ადმინისტრაციებმა 2020 წელს 28,392 ლარი გაიღეს“, - წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციაში.

სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციაში 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 275 ადამიანია დასაქმებული, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი ერთით მეტი - 276 ადამიანი მუშაობდა.

ავტომობილები და მათი შეკეთების ხარჯები:

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები 2020 წელს სულ 80 ავტომობილით სარგებლობდნენ. მათგან 7 ავტომობილი ამორტიზებული იყო და შვიდივე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში;

ყველაზე მეტი - 12-12 ავტომობილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების სარგებლობაში; სულ ავტომობილების რეაბილიტაციაზე 2020 წელს 270,017 ლარი დაიხარჯა.

საწვავი:

2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 245,413 ლიტრი საწვავი (245.4 ტონა) გახარჯეს; გახაჯრული საწვავის ჯამური ღირებულება 454,428 ლარია; სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 46,327 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 82,660 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1200 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ. 2020 წელს თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (9,868 ლიტრი) გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ გახარჯა.

წარმომადგენლობითი ხარჯები:

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად 28,392 ლარი გაიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები