2020 წელს თბილისში "ზარაფხანას" კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნება
მარიამ ადამია
30.11.19 16:40
• 2186
2020 წელს თბილისში "ზარაფხანას" კიდევ ერთი ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნება.
ზარაფხანას სამეთვალყრეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ნაყოფია მაღაზიის ზუსტ მისამართს, ჯერჯერობით, არ ამხელს, მაგრამ ამბობს, რომ მიმდინარე წელი კომპანიისთვის საკმაოდ მომგებიანი და წარმატებული აღმოჩნდა და 2020 წელს კიდევ უფრო ზრდასა და გაძლიერებას გეგმავენ.
„ჯერჯერობით, ვერ გაგიმხელთ მეტ დეტალს მაღაზიის შესახებ, თუმცა გეტყვით, რომ გარდა გახსნისა, ამ ყველაფერს ემატება ახალი კოლექცია, რომელიც ერთ-ერთ ქართულ ისტორიულ ფაქტს გააცოცხლებს. რაც შეეხება მიმდინარე წელს, წარმატებული იყო, რადგან ბრენდის ქვეშ ორი ახალი კოლექცია შეიქმნა და თანაც 80 წელი შეგვისრულდა”, - აღნიშნა ნიკოლოზ ნაყოფიამ bm.ge-ისთან.
როგორც "ზარაფხანას" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, ბიზნესზე ქვეყანაში არსებული ყველა ეკონომიკური ფაქტორი მოქმედებს, თუმცა კომპანია მაინც ახერხებს განვითარებას.
ნიკოლოზ ნაყოფია მთავარ გამოწვევებს შორის მაინც მსოფლიო ოქროს ბირჟებზე ფასების ცვლას და დოლართან მიმართებით ლარის კურსის ხშირ გაუფასურებას ასახელებს.