მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2020 წლიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტი უფრო მაღალტექნოლოგიური დოკუმენტი გახდება"

5cc17ade0958d
თამუნა ქემერტელიძე
25.04.19 13:14
1194
"2020 წლიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური დოკუმენტი გახდება", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროკომისიის მიგრაციის და საგარეო საქმეთა დირექტრატის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც წულუკიანმა განმარტა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო უსაფრთხო გახდება და მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის კიდევ უფრო შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის რისკებს.

მისივე თქმით, ეს ინიციატივა უკვე შეაფასეს დადებითად შენგენის ზონის ქვეყნების შესაბამისმა უწყებებმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა ევროკომისიის მიგრაციის და საგარეო საქმეთა დირექტრატის წარმომადგენელთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები გუშინ განიხილა. მინისტრის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად მთავრობა იმუშავებს უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა.

"ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები − ზოგიერთი მათგანი − ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში", - განცხადა წულუკიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები