მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2020 წლიდან თბილისში დამატებით 200 ახალი ავტობუსი შემოვა

5cd28a3f21492
ლიკა გურაბანიძე
08.05.19 11:46
1967
MAN-ის გარდა 2020 წლიდან მერია ISUZU-ს მარკის ახალ 200 ერთეულ თორმეტ მეტრიან ავტობუსს შემოიყვანს, საიდანაც 100 გაზზე მომუშავე, ხოლო 100 ელექტროავტობუსი იქნება. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ავტობუსების განახლებული პარკის წარგენისას განაცხადა.

„ეს სიახლეა და ზოგადად ყველა ევროპული ქვეყანა ამ მიმართულებით მიდის და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩვენც არ ჩამოუვარდებით,“ - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ორშაბათიდან დედაქალაქს MAN-ის 50 ახალი, მწვანე ავტობუსი მოემსახურება, ხოლო ეტაპობრივად პარკს ამავე ბრენდის 40 ახალი ავტობუსი დაემატება.

რაც შეეხება ISUZU-ს მიერ 220 ახალი ავტობუსის შემოყვანის საკითხს. როგორც BM.GE-ს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯითი ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლევან გოგსაძემ ცოტა ხნის წინ  განუცხადა, ავტობუსების მიწოდება აგვისტოდან დაიწყება და 2019 წლის 24 დეკემბრამდე კონტრაქტის პირობებს სრულად შეასრულებენ.

ავტობუსის ფერი სავარაუდოდ მწვანე და შავი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები