მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის I ნახევარში ბიუჯეტის დეფიციტმა 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა

5f63267953d5f
BM.GE
17.09.20 19:50
1155
2020 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის თანახმად, წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი 7 მილიარდი ლარის დონეზეა დაგეგმილი, შესაბამისად, წლის მეორე ნახევარში დეფიციტის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. 

TI საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია:

"2019 წლის 31 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ვალი 20.6 მილიარდი ლარი იყო, რაც გასული წლის მშპ-ის 41.3%-ს შეადგენდა. 2020 წლის 30 ივნისს მთავრობის ვალმა 24.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 49%-ია. სახელმწიფო ვალის ზრდა ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის დასაფინანსებლად დამატებითი ვალდებულებების აღებამ და ლარის გაუფასურებამ განაპირობა. 2019 წლის ბოლოს მთავრობის საგარეო ვალი 5.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც იმ დროინდელი ლარის კურსით (2.87) 15.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის 30 ივნისს საგარეო ვალი 5.9 მილიარდი დოლარი იყო, ლარში გამოსახული კი 18 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2020 წლის 6 თვეში მთავრობის საშინაო ვალი 1.2 მილიარდი ლარით გაიზარდა.

2020 წლის ბოლომდე მთავრობა 8 მილიარდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს ერთ მილიარდი ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, წელს მთავრობის ვალი 7 მილიარდი ლარით გაიზრდება და 27.6 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 54.8% იქნება (კანონით დაშვებულია 60%). 2020 წელს აღებული ვალიდან 2.5 მილიარდ ლარს მთავრობა მიმდინარე წელს არ დახარჯავს," - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები