მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის ყველაზე ძვირი და იაფი ქალაქები დასახელდა

603fa5b92984b
ნათია თაქთაქიშვილი
04.03.21 09:00
837
სააგენტო Economist Intelligence Unit-ი 2020 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირი და იაფი ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს.

Economist Intelligence Unit-მა მსოფლიოს ქალაქებში ცხოვრების ღირებულება (Worldwide Cost of Living 2020) შეისწავლა.

სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქი პარიზია, მას მოსდევს ჰონგ-კონგი; შემდეგი კი, შვეიცარიის ქალაქი ციურიხია.

პირველ ათეულში მოხვდნენ სინგაპური, ოსაკა, თელ-ავივი, ნიუ-იორკი, ჟენევა, ლოს-ანჯელესი და კოპენჰაგენი (დანია).

ყველაზე იაფ ქალაქებში პირველ ადგილზე დამასკოა; მას მოსდევს ტაშკენტი, ლუსაკა, კარაკასი, ალმათი. კვლევა მსოფლიოს 133 ქალაქში პროდუქტების ფასების და მომსახურების შედარებას ეფუძნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები