2020 წლისთვის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კომერციალიზაცია უნდა მოხდეს, - სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, რომ ამ პერიოდისთვის GITA მაქსიმალურად მზად უნდა იყოს საკუთარი თავის შესანახად და პროექტების კომერციალიზაციისთვისაც.
"არის იდეები, რომელიც ცვლილებებს განიცდის ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში, თუმცა ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად უმტკივნეულო. მთავარი დავალება არის GITA-ს კომერციალიზაცია“, - ამბობს სააგენტოს ახალი თავმჯდომარე.
გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ სააგენტო სახსრების მოზიდვას სამი მიმართულებიდან გეგმავს: ე.წ. ბიზნეს სახლების პროექტით, სააგენტოს თანამშრომლების მიერ შექმნილი სერვისებითა და უშუალოდ სააგენტოს მომსახურებით.
"სამი მიმართულება გვაქვს საიდანაც შემოსავალს მივიღებთ: Business House-ბის კონცეფცია, რომელიც შემოსავლის მუდმივი წყარო იქნება; მეორე წყარო იქნება ჩვენ ოგანიზაციასთან დაკავშირებული პირები, ვისაც გარკვეული სერვისების შექმნა შეუძლიათ და შემდეგ კერძო/საჯარო ორგანიზაციებისთვის მისი შეთავაზება. მესამე მიმართულება არის მზა სერვისები რასაც დღეს ვუწევთ რეალიზაციას, - მაგალითად შეხვედრების ოთახის გაქირავება, „ფაბლაბი“ და ა.შ", - ამბობს გიორგი ზვიადაძე.

























