მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2020 წლისთვის სამხრეთ კორეა მონეტებს მიმოქცევიდან ამოიღებს

584167493d687
BM.GE
02.12.16 15:55
1288
სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი 2020 წლისთვის გეგმავს მიმოქცევიდან ყველა მონეტა ამოიღოს, - წერს Financial Times.

პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მთავრობა მოქალაქეებს ელექტრონული ბარათებით T Money სარგებლობას სთავაზობს, რომლითაც 30 000 მაღაზიაში ვაჭრობა და ასევე ტაქსითა და მეტროთი მგზავრობის საფასურის გადახდა იქნება შესაძლებელი.

„თუკი კორეა მონეტებს თავს დააღწევს, ეს დადებითად აისახება მყიდველზე და გამყიდველზეც, რადგან მათთვის საჭირო აღარ იქნება ხურდისთვის დიდი რაოდენობის მონეტებზე ხელმისაწვდომობა", -აღნიშნავს საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი სუელა ლი ხე-ჩანი.

გამოცემის ინფორმაციით, ნაღდ ფულად გადახდებს მოსახლეობის მხოლოდ 20% მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები