საქსტატის ინფორმაციით, 2020/2021 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა შეწყვიტა 7050 მოსწავლემ, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.8% გოგოა, ხოლო 57.2% - ბიჭი.
2021 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 38 734 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.3%-ით მეტია.
დაწყებითი განათლება მიიღო 47 617 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1% მეტია, ხოლო საბაზო განათლება - 44 832 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 10.9%-ით ჩამორჩება.
საქსტატის ცნობითვე, 2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში ჯამში 2 308 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 222 - კერძო.

























