მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელი „დაგისთან“ ერთად: მშენებლობა 16 რეგიონიში, სარეკრეაციო ზონები, საგანმანათლებლო და ისტორიული პროექტები (R)

61cecb27b9bf0
ვიქტორია მღებრიშვილი
31.12.21 13:30
644
2021 წელიც სულ მალე დასრულდება. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენ ერთად შევძელით ისტორიული პროექტების დასრულება და ახალი, ინოვაციური მშენებლობების დაწყება. თუმცა, სანამ მათ მიმოხილვაზე გადავალთ, გვინდა აღინიშნოს, რომ სამშენებლო კომპანია „დაგის“ თანამშრომლების 96% სრულიად ვაქცინირებულია. ჩვენ გვჯერა, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. ჩვენ ვუფრთხულდებით ყველაზე ძვირფასს - ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ჩვენ ვზრუნავთ ქალაქის იერსახეზე

2021 წელს, ჩვენ დავასრულეთ ვაკის პარკის რეაბილიტაცია. ეს ისტორილი საკრეაციო ზონა, უკვე მრავალი ათწლეულია სხვადასხვა თაობის ადამიანების დაუვიწყარ მოგონებებს აერთიანებს. ქალაქის ყველაზე ცნობილი პარკის მშენებლობა, 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის ძირითადი 200 ჰექტარი გამოიყო.

პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა ფურნიტურა, საფეხმავლო და ველობილიკეები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები და ცხოველთა სასეირნო მოედანი; ცენტრალური ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დაირგო სხვადასხვა სახე 5 673 ძირი ბუჩქი და 1 338 ძირი ხე.

ასევე, განვაახლეთ დედაენისა და 9 მარტის ბაღები და ქალაქს უნიკალური კონცეფციის სარეკრეაციო ზონები შევთავაზეთ. აღსანიშავია, რომ 2022 წლისთვის დასრულდება ვარკეთილის პარკის რეაბილიტაციაც და ქალაქს, კიდევ ერთი განსაკუთრებული სივრცე შეემატება! ჩვენ გვიხარია, რომ თბილისის იერსახე ყოველდღიურად უმჯობესდება და ლამაზდება. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ვართ!

განათლება ჩვენი პრიორიტეტია

უკვე მრავალი წელია, რაც სამშენებლო კომპანია „დაგი“ აქტიურადაა ჩართული მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო პროექტების შესრულებაში. 2021 წელს დავასრულეთ მარნეულის პროფესიული კოლეჯის მშენებლობა. 150 სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის, აქვს თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობა აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით. გარდა სასწავლო კორპუსისა, კეთილმოეწყო სასწავლებლის ეზო და ღია სპორტული მოედანი.

ამ დრომდე გრძელდება თანამედროვე სტანდარტების პროფესიულ კოლეჯების მშენებლობა ხაშურში, წყალტუბოსა და ბორჯომში. ამ რეგიონებს სულ მალე შეემატებათ თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები. გრძელდება 86-ე საჯარო სკოლის პროექტიც. 300 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე დიზაინის შენობა, სრულიად აღიჭურვება უახლესი ინვენტარითა და ტექნოლოგიებით. პროექტის დასრულება 2022 წლის იანვრისთვის იგეგმება. ასევე, 2022 წელს დასრულდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის II კორპუსების რეაბილიტაცია.

ისტორიული პროექტები ჩვენი სიამაყეა

კიდევ ერთი ისტორიული პროექტი, რომელიც 2021 წელს დავასრულეთ, ესაა ჭიათურის საბაგიროს რეაბილიტაცია. ჭიათურის საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციის ბოლო ეტაპის სამუშაოს დასრულების შედეგად, სრულად აღდა საბაგიროს ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი სამგზავრო მიმართულება, რომელთა საერთო სიგრძე 3428 მეტრია.

რაც შეეხება კიდევ ერთ ისტორიულ პროექტს, ესაა პირველი არხის ახალი შენობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას N31-ში დაახლოებით ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა მაუწყებელმა საზოგადოებას შესთავაზა - პირველად ქართულ რეალობაში, შენობის დიზაინი და ვიზუალი ფეისბუქის საშუალებით შეირჩა. პროექტი 2022 წელს დასრულდება!

ასევე 2021 წელს, ჩვენ დავიწყეთ უნიკალური პროექტი - რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაცია. პროექტის სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრული რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას. რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრის მომსახურებაა. იმოძრავებს 21 გონდოლა, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე – 845,5 მეტრი. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის და ის სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა. ცნობილი საბაგირო გზა პირველად 1959 წლის 1 მაისს ამუშავდა და 1990 წლის 1 ივნისამდე ფუნქციონირებდა. სულ მალე, თბილისს კვლავ დაამშვენებს ისტორიული საბაგირო.

მასშტაბური პროექტები საქართველოს 16 ქალაქში

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის "განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს 16 ქალაქში: ქუთაისში, ვანში, თერჯოლაში, წყალტუბოში, ხონში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, ახმეტაში, მარტვილში, აბაშაში, სენაკში, ჩხოროწყუში, ფოთსა და ზუგდიდში.

მასშტაბური პროგრამის მიზანი, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს, რეგიონების სრული განახლებაა. პროექტის პირველი ეტაპი, 2022 წელს დასრულდება.

ასევე, გვინდა სიხარულით აღვნიშნოთ, რომ 2022 წელს დასრულდება ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობაც, რომელსაც ეკომიგრანტებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. პროექტის მიმდინარეობაში აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები.

მოუთმენლად ველოდებით ახალ, 2022 წელს და გვჯერა, რომ ერთად, ჩვენი ქვეყანა, კიდევ უფრო უკეთესი გახდება!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები