მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელი დატვირთულობით 2019-ს გაუტოლდა - საერთო სამუშაო “სივრცე ზეტი”

61e6e3898864d
ლიკა გურაბანიძე
22.01.22 17:05
699
“2021 წელი დატვირთულობით 2019-ს გაუტოლდა, შედეგად გასული წელიც 2019-ის მსგავსად 100%-იანი დატვირთულობით დავხურეთ” - ამის შესახებ “საქმიან დილას” “სივრცე ზეტის” დამფუძნებელმა გიორგი გვაზავამ განუცხადა.


მისი თქმით, საოფისე ფართებში შესული ბიზნესისთვის სრული წლის დაგეგმვა გართულებულია, რადგან არ იციან მათი ბიზნესი როგორ განვითარდება, ეს კი საერთო სამუშაო სივრცეების ბაზარზე მდგომარეობას უკეთესობისკენ ცვლის.


“დღეს კომპანიებს ურჩევნიათ, რომ ბოქს ოფისები იქირაონ და თანხაც იმის მიხედვით გადაიხადონ, რამდენი თანამშრომელიც იმ მომენტში ჰყავთ, ვიდრე ბიზნეს ცენტრებში მათთვის არასაჭირო დიდი ფართები აიღონ. გარემო არაპროგნოზირებადია და შედეგად, ბევრი ბიზნესი ოფისებიდან გამოვიდა და ჩვენი წევრი გახდა” - აღნიშნა გვაზავამ.


“სივრცე ზეტით” ერთი თვის სარგებლობის შემთხვევაში საზიარო მაგიდა 120 ლარი ღირს, ხოლო ფიქსირებული მაგიდის ფასი 200 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები