მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელი Mastercard-თან ერთად (R)

61d55e9be92ec
BM.GE
05.01.22 13:02
628
არავინ დავობს, რომ უკანასკნელი ორი წელი, გამოწვევებით იყო სავსე. თუმცა, მასთან ერთად მოვიდა ახალი ცოდნა. ცოდნა იმისა, რომ ერთად ყველაფერი შეგვიძლია. შეცვლილი სოციალური და ეკონომიკური რეალობის მიუხედავად, კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ პანდემია დასასრული არ არის. უფრო მეტიც - ასე უფრო მეტი შეგვიძლია.

განათლების სფეროს მხარდასაჭერად...

ციფრული გადახდის გლობალური ლიდერი, Mastercard, ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანია, რომელიც მუდმივად მომხმარებლის გვერდითაა, მიუხედავად რეალობისა. ჯერ კიდევ 2021 წლის დასაწყისში, Mastercard-მა და Carrefour-მა ახალ სოციალური კამპანია წამოიწყეს, რომელიც, COVID-19-ის კიდევ ერთ გამოწვევასთან, ონლაინ სწავლებასთან გამკლავებას გულისხმობდა, ხოლო, მეორე მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით, ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად.

ჯერ 2020 წლის მარტიდან მოყოლებული, თითქმის ორი წლის განმავლობაში, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლების მეთოდით სარგებლობენ. ონლაინ სწავლასთან დაკავშირებული გამოწვევის საპასუხოდ, Mastercard-მა და Carrefour-მა გადაწყვიტეს, რომ ნებისმიერ ფილიალში, Mastercard-ით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციიდან 1% „SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარების დასახმარებლ ფონდში გადაერიცხათ და ბავშვისთვის პლანშეტები შეეძინათ, რათა მათი სრულფასოვანი სასწავლო პროცესი, სოციალური პრობლემების მიუხედავად, არ შეჩერებულიყო. შედეგად კი, კომპანიებმა 109 ბენეფიციარისთვის შეიძინეს პლანშეტები.

ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად...

საქართველოში, ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია იყო, თუმცა პანდემიის პირველ წელს, ვიზიტორთა რაოდენობა მესამედით შემცირდა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით ნეგატიურად, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობაზე აისახა.

COVID-19 პანდემიით გამოწვეული ზიანის მინიმიზაციის მიზნით, Mastercard–მა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თანამშრომლობა დაიწყეს და ახალი ინიციატივა გასული წლის სექტემბერში გააცნეს საზოგადოებას: კოლაბორაციის ფარგლებში, მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმების მიზანია ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივება, მათი რაოდენობის გაზრდა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის ზრდა და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბება.

სწორედ ამ გამოწვევის დასაძლევად, მათ მომხმარებელს Mastercard Tourism Insight-ის პლატფორმა შესთავაზეს. ის მოგზაურებს სთავაზობს ინოვაციურ, 360 გრადუსიან ხედვას თანამედროვე მოგზაურობაზე და ერთ ტექნოლოგიაში აერთიანებს საჯაროდ ხელმისაწვდომი საძიებო სისტემის ტენდენციებს. ეს პლატფორმა, ანონიმურ და აგრეგირებულ გადახდის მონაცემებს იყენებს, რაც უკეთეს გადაწყვეტილებებსა და დაგეგმვას უზრუნველყოფს. ეს მონაცემები, საძიებო სისტემებიდან: Mastercard–ის ტრანზაქციებით, სოციალური მედიითა და ჯავშნის ინფორმაციით, ზომავს სტუმრის კმაყოფილებას. ეს საზომი ერთეული კი მოიცავს ისეთ ფართო სპექტრს, როგორიცაა ამინდი, საკვები და გასართობი წერტილები, ღირშესანიშნაობები, საცხოვრებელი და მრავალი სხვა.

შიდა ტურიზმის გასაძლიერებლად...

რაც შეეხება შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, კამპანია „სალამი ზაფხულო“, 2021 წელსაც გაგრძელდა და ერთგულ მომხმარებლებს კვლავ შესთავაზა სანაპირო ზონა ბათუმში.

პარტნიორ კომპანიებთან ერთად, Mastercard-ის სანაპიროზე მისულ სტუმრებს შეუფასებელ მომენტებს, განსაკუთრებული აქციებისა და ფასდაკლებებს სთავაზობდა. ყველანი მარტივათ ვთანხმდებით, რომ MagtiCom-ის ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი, Wolt-ის უფასო მიტანის სერვისი და McDonald’s-ის კარგად ნაცნობი ბურგერები - ბედნიერი მოგონებების წინაპირობაა!

პლანეტის გასამწვანებლად...

თუმცა ეს ზაფხული, განსაკუთრებული მხოლოდ ზღვის სანაპიროზე არ ყოფილა. Mastercard-მა ნაციონალურ პრომო კამპანიას წამოიწყო, რომელშიც საქართველოში გამოცემული ყველა Mastercard ბარათის მფლობელს ჰქონდა მონაწილეობის მიღების საშუალება. ყველაზე იღბლიანებს კი, სკუტერები, ეკო-მეგობრულ მოპედები და ჰიბრიდულ ავტომობილი - Toyota CHR -ს ერგოთ წილად.

აღსანიშნია რომ, კამპანიის ფარგლებში განხორციელებული თითოეული ტრანზაქციისთვის, Priceless Planet Coalition-ის ფარგლებში, Mastercard-მა ხეების დასარგავად გადარიცხა თანხა. ეს არის პლატფორმა, რომელიც გლობლურ პარტნიორებთან ერთად, მიზნად ისახავს ხუთი წლის განმავლობაში 100 მილიონი ხის დარგვას და ტყეების აღდგენას. Mastercard-ს მიაჩნია, რომ კერძო სექტორს შეუძლია დაუპირისპირდეს კლიმატის ცვლილებას, შეამციროს ნახშირბადის ემისია და რეალური პოზიტიური გავლენა მოახდინოს ეკოლოგიაზე როგორც მომხმარებლების, ასევე პარტნიორების მონაწილეობით.

შეუფასებელი გამოცდილების მისაღებად...

შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად, Mastercard-მა კიდევ ერთი კამპანია წამოიწყო. ამისთვის კი სილქ ჰოსფითალითისთან დამეგობრდა. ორივე კომპანიის მომხმარებლები ორიენტირებულნი არიან შეუფასებელი გამოცდილების მიღებასა და ბედნიერი მომეტების შექმნაზე. ამიტომ, მათ ერთად შესთავაზეს მომხმარებლებს შეუფასებელი, ექსკლუზიური კამპანიას შესთავაზეს: -20% სილქ ჰოსფითალითის ნებისმიერ დაწესებულებაში, ნებისმიერ მომსახურებაზე.

ჩვენ ვითანამშრომლეთ...

2021 წელს, ჩვენ ვითამაშრომლეთ ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნად და წარმატებულ ბრენდებთან. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი პარტნიორები არიან: Carrefour, Beeline, Bolt Food, Wolt, Kings Georgia, PSP, McDonald’s Georgia, RugbyStore.ge, iHerb, extra.ge, Coca-Cola Georgia, MagtiCom, Silk Hospitality, ქარი, 8000 Vintages, Hotsale.ge, გასტრონომიული დუქანი „რიგი“, Terminal და FARFETCH.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მომხმარებელს შევთავაზეთ სხვადასხვა სახის აქციები, კამპანიები, ფასდაკლებები და ქეშბექები, დავფარეთ ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო და მათთვის შევქმენით შეუფასებელი გამოცდილება.

E-commerce სექტორის გასაძლიერებლად...

ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას (MGPS, Viber, Moneysend, advosiry services), 2021 წელს კი უნიკალური გამოცდილების შესაქმნელად, ქვეყნისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების კიდევ უფრო წასახალისებლად და სექტორის გასაძლიერებლად, მხარი დავუჭირეთ ბაზრის წამყვან კომპანიებს - Alta, Hotsale, Extra.ge, Bolt, Wolt, Scroll, Magti, Veon.

ოქროს ბრენდი...

2021 წელს, Mastercard-მა ოქროს ბრენდის ტიტული მოიპოვა. დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება და ის საქართველოში ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული.

The Financial-ისა და Global Idea-ის ორგანიზულ ღონისძიებაში, მონაწილეობას ღებულობდნენ: უმაღლესი სასწავლებლები, ბიზნესის ექსპერტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კვლევის პარალელურად, გამოკითხვა მიმდინარეობდა მომახმარებლებშიც - ნომერ პირველი ოქროს ბრენდი, სწორედ მათ დაასახელეს.


გასული წლები არ იყო მარტივი, აქტიური ვაქცინაციის პროცესის მიუხედავად, მსოფლიო პანდემია ჯერ არ დასრულებულა. თუმცა Mastercard, მთელი 2021 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ მომხმარებლებისთვის შეუფასებელი გამოცდილება და ბედნიერი მოგონებები შეეთავაზებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები