რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 67.0 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 38.0 ათასით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ "რეგისტრირებულში" იგულისხმება ოჯახი, რომელიც ითხოვს დახმარებას და რეგისტრირდება ბაზაში; მიმღებს კი სახელმწიფო დახმარება ერიცხება. გამოდის, რომ საარსებო შემწეობის მოთხოვნა დაახლოებით ნახევარს უკმაყოფილდება.




























