მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს სუბსიდიაზე მყოფმა “ბლექ სი არენამ” ₾5 მილიონით იზარალა

62cea33469041
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.22 15:08
1410
შპს “Black Sea Arena”-მ 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად 2021 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკონცერტო დარბაზის ზარალი გასულ წელს 5 მილიონი ლარი იყო.

ზარალი, ძირითადად, იმ ფაქტით იყო განპირობებული, რომ 2021 წელს საკონცერტო დარბაზში კონცერტი არ ჩატარებულა. ამის მიუხედავად, კომპანია სრულ შტატზე ასაქმებს 107 პირს, რომლებზეც გასულ წელს 2.4 მილიონი ლარის ხელფასები გასცა.

2021 წელს კომპანიაში ჩარიცხული სახელმწიფო სუბსიდია 4,350,000 ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტი იყო.

ამჟამად დარბაზი „ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს” ბალანსზე ირიცხება და მისი აქტივები 73.8 მილიონ ლარს შეადგენს.

Black Sea Arena 10,000 მაყურებელზეა გათვლილი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მისი აშენება “ქართუ ფონდს” 115 მილიონი დოლარი დაუჯდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები