მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს წინა წელთან შედარებით გამოძახების რაოდენობა გაორმაგდა - „Wolt საქართველო“

61d2e44fb32d8
ლიკა გურაბანიძე
04.01.22 09:30
787
მიტანის სერვისის კომპანია „Wolt საქართველოს“ გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, მიტანის სერვისზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია და 2021 წელს წინა წელთან შედარებით გამოძახების რაოდენობა გაორმაგდა.

ამის შესახებ ბუბა სოსელიამ bm.ge-ს გასული წლის შეფასებისას განუცხადა და აღნიშნა, რომ ზოგადად, გასულ წლებთან შედარებით, „Wolt-ში გამოძახებებზე მოთხოვნა გაორმაგებულია“ და წელსაც გაორმაგების მოლოდინი აქვთ.

“ბოლო წლებში როგორც ახალ წელს, ასევე ჩვეულებრივ პერიოდში მიტანის სერვისი ბევრად გააქტიურებულია. მოთხოვნაა რიტეილ სექტორზე, როგორც საკვების, ასევე სასაჩუქრე-სამოსის და ტექნიკის გამოძახების/გამოწერის მიმართულებით. რაც შეეხება წინასაახალწლო სამზადისს, 31 დეკემბრის ჩათვლით მოთხოვნა უფრო აქტიური იყო, ახლა ტენდენცია შედარებით დაკლებულია, თუმცა საშობაოდ და ძველით ახალ წელს გამოძახების სერვისი კვლავ გააქტიურდება“, - თქვა ბუბა სოსელიამ.

„Wolt საქართველოს“ გენერალური მენეჯერის თქმით, კომპანიაში მიტანის სერვისის მოთხოვნაზე ზრდას 2022 წელსაც ელიან. „ჩვენი გეგმაა, 2022 წელი 2021-თან შედარებით, ბრუნვის 2-ჯერ გაზრდილი მაჩვენებლებით დავხუროთ“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები