მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2021 წელთან შედარებით, ფასების 10-15%-იანი მატება გვაქვს” - “ლე მერიდიენ ბათუმი”

62cd2cbd6d74c
ლიკა გურაბანიძე
13.07.22 00:15
901
“ზაფხულის სეზონზე “ლე მერიდიენ ბათუმში” საშუალო დატვირთულობის მაჩვენებელი 98%-ზეა, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 95% შეადგინა.” - ამის შესახებ bm.ge-ს “ლე მერიდიენ ბათუმის” მარკეტინგის სამსახურის უფროსმა კაწია აბსანძემ განუცხადა.

მისი თქმით, წელს 40-50%-ით გაყიდვების მაჩვენებელიც გაზრდილია, ხოლო ძირითადი სტუმრები აშშ-დან, ისრაელიდან და თურქეთიდან ჰყავთ. ადგილობრივები კი სასტუმროში ჯავშნებს უფრო მეტად კორპორაციული მიმართულებით აკეთებენ.

“თუ გასულ წელს პანდემიის გამო უფრო მეტად ქართველები გვსტუმრობდნენ, წელს ძირითადად უცხოელი ტურისტები გვყავს. მიმდინარე სეზონზე აჭარის რეგიონში ტურისტების ნაკადმა მოიმატა, ეს ზაფხულის დაწყებასთან ერთად პანდემიის შემსუბუქებამაც გამოიწვია და ამ რეგიონს ვიზიტორები დასასვენებლად უფრო თამამად სტუმრობენ. წელს სასტუმროს ნომერში საშუალო ფასი $250-დან იწყება და სხვადასხვა სეგმენტში მერყეობს, გასულ წელთან შედარებით ფასების 10-15%-იანი მატება გვაქვს.” - აღნიშნა აბსანძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები