გასულ წელს თბილისის სასტუმროების უმრავლესობისთვის დატვირთულობის კოეფიციენტი გაიზარდა. კვლევა უძრავი ქონების კომპანია Colliers International Georgia-მ „აწარმოე საქართველოს“ დაკვეთით ჩაატარა. აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციით, სასტუმროების ბაზარზე დადებითად იმოქმედა საქართველოში ტურისტების ზრდამ.
2017 წელს სასტუმროების ბაზარზე ყველაზე დიდი მიწოდებით კვლავ თბილისი და ბათუმი გამოირჩევა.
„აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბრენდები არა მხოლოდ აღნიშნული ქალაქებით, არამედ ქუთაისით და საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტებითაც დაინტერესდნენ. მოსალოდნელია, რომ 2021 წლამდე საქართველოს სასტუმროების ბაზარს 6 700-ზე მეტი ნომერი შეემატება” - ნათქვამია კვლევის ანონსში.
ჩატარებული კვლევის სრული დოკუმენტის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.

























