მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წლის ივლისში საბანკო სესხების ზრდა აჩქარდა - "თიბისი კაპიტალი"

612c9f38c2436
თამთა ჯიჯავაძე
30.08.21 19:45
669
2021 წლის ივლისში საბანკო სესხების ზრდა აჩქარდა, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომლის მიხედვითაც, ზრდამ ივნისში წ/წ 12.6%-ის შემდეგ, წ/წ 13.5%-ს მიაღწია.

„წლიურ ჭრილში საკრედიტო აქტივობამ კორპორატიულ (წ/წ 10.8%*) და საცალო არაიპოთეკურ (წ/წ 12.7%*) სეგმენტებში მოიმატა. ამასთან, გასული წლის მაღალი საბაზო ეფექტის გამო იპოთეკური სესხები ზრდა (წ/წ 13.7%* ) მცირედით შენელდა, თუმცა თვე/თვეზე დინამიკა შედარებით ძლიერი იყო. MSME სეგმენტის (წ/წ 18.2%* ) წლიური ზრდა უცვლელი დარჩა. ვალუტების ჭრილში, დადებითი დინამიკაა, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებში, თუმცა ლარის სესხების ზრდამ გაცილებით მაღალ, წ/წ 28.3%-იან ნიშნულს მიაღწია, ხოლო უცხოური ვალუტის სესხები კი წ/წ 2.4%*-ით გაიზარდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

„თიბისი კაპიტალი“ ასევე წერს, რომ ლარის სესხების ჯერ კიდევ უფრო ძლიერი ზრდის ფონზე, სესხების დოლარიზაცია ივნისთან შედარებით გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.3 პპ-ით, 52.3%-მდე შემცირდა.

„ამავე პერიოდში, ლარის სესხების შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა ზრდა განაგრძო და ივლისში 15.9%-ს მიაღწია (+0.3 პპ ივნისთან შედარებით), ხოლო უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთები 6.2%-მდე შემცირდა (-0.3 პპ ივნისთან შედარებით). შესაბამისად, უცხოური ვალუტისა და ლარის სესხების საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალი 0.6 პპ-ით გაიზარდა და 9.7% შეადგინა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

<* გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით>

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები