ავსტრალიურმა სარეიტინგო კომპანია AirlineRatings.com-მა 2021 წლის საუკეთესო ავიაკომპანიები დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პანდემიის გამო გასული წელი უჩვეულო აღმოჩნდა მთლიანად ავიაინდუსტრიისთვის, რადგან ფრენები ძირითადად არ სრულდებოდა, თუმცა AirlineRatings.com-ის მიერ დასახელებული საუკეთესო ავიაკომპანიების ჩამონათვალი ტურისტებს დაეხმარება გამგზავრების შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი გაეკეთებინათ.
AirlineRatings.com-ის ყოველწლიური რეიტინგი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით შეადგინეს. მათ შორის როგორიცაა ოპერაციული უსაფრთხოება, მგზავრების შეფასებები, მომგებიანობა, საინვესტიციო რეიტინგი, ეკიპაჟის ასაკი და პროდუქტების შეთავაზების მრავალფეროვნება.
AirlineRatings.com-ის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილს Qatar Airways-ი იკავებს, რომელმაც პირველობა Air New Zealand-ს ჩამოართვა, შესაბამისად Air New Zealand-მა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მესამე ადგილზე Singapore Airlines-ია, ხოლო მეოთხეზე - Qantas-ი.
გთავაზობთ 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგს:
1. Qatar Airways
2. Air New Zealand
3. Singapore Airlines
4. Qantas
5. Emirates
6. Cathay Pacific
7. Virgin Atlantic
8. United Airlines
9. EVA Air
10. British Airways
11. Lufthansa
12. ANA
13. Finnair
14. Japan Air Lines
15. KLM
16. Hawaiian Airlines
17. Alaska Airlines
18. Virgin Australia
19. Delta Air Lines
20. Etihad Airways.