მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„2021 წლის ზაფხულის სეზონი გასულ წელზე უკეთესი იყო - სასტუმრო „არგე“

61345690939d0
BM.GE
06.09.21 09:40
960
კახეთში მდებარე სასტუმროსა და მარნის დამფუძნებელი ელენე პაპუნაშვილი bm.ge-სთან პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებსა და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საუბრობს. მისი თქმით, პანდემიის დასაწყისში სხვა ობიექტების მსგავსად „არგესაც“ მოუწია საქმიანობის შეჩერება, 2020 წლის ზაფხულში კი სასტუმრო თითქმის სრულიად ქართველ მომხმარებელზე იყო ორიენტირებული. რაც შეეხება 2021 წლის ზაფხულს, „არგემ“ უცხოელ, მეტწილად კი ევროპელ დამსვენებელსაც აქტიურად უმასპინძლა.

„პანდემიამ მუშაობის სპეციფიკა სრულიად შეცვალა, რეგულაციების მხირვ, შეცვლილია სარესტორნო მომსახურების წესებიც, გვიწევს 22:00 საათზე დაკეტვა, ეს რა თქმა უნდა რთულია, რადგან ასე ჩვენც და სტუმრებიც იზღუდებიან. ამის მიუხედავად 2021 წლის ზაფხული გასულ წელთან შედარებით უკეთესი იყო, მოლოდინებსაც კი გადააჭარბა, როგორც დატვირთულობის, ასევე შემოსავლის მხრივაც. თუ 2020 წელს დამსვენებლების თითქმის 99% ქართველი იყო, ახლა უცხოელი სტუმრებიც გვყავდა, ქართველები კი ძირითადად პარასკევს, შაბათსა და კვირას გვსტუმრობენ“ -ამბობს ელენე პაპუნაშვილი.

სასტუმრო და ღვინის მარანი „არგე“ კახეთში, ქალაქ თელავიდან სულ რაღაც სამ კილომეტრში, სოფელ რუისპირში მდებარეობს. სასტუმროს კომპლექსი უცხოელ და ქართველ მომხმარებელს 2018 წლის მარტიდან მასპინძლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები