მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საფოსტო და საკურიერო კომპანიების შემოსავალი ₾152.6 მილიონამდე გაიზარდა

საქსტატი

საქსტატმა საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევის 2022 წლის შედეგები გამოაქვეყნა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლები 16%-ით 152.6 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2021 წელს ეს რიცხვი 131.5 მლნ ლარს შეადგენდა.

შემოსავლის 71.2% საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის, 28.8% კი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებულზე.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 70.7% ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 76.2% - საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 23.8% - ადგილობრივ გზავნილებზე.

ამასთან, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 17.8% წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 59.6% საერთაშორისო, 40.4% კი ადგილობრივი გზავნილებია.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2022 წლის განმავლობაში 5 მილიონ 379 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 7 მილიონ 403 ათასი ამანათია გაგზავნილი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 2022 წელს ამ ტიპის კომპანიებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3 700 კაცს შეადგენდა, მათ შორის 1 124 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები