მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლის შემდეგ პირველად, Netflix-ის აქციებზე ფასი რეკორდულად გაიზარდა

netflix

Bloomberg-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის სავაჭრო სესია სტრიმინგპლატფორმა Netflix-მა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგებით დახურა, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ კი კომპანიის აქციები რეკორდულად გაიზარდა. კერძოდ, პარასკევს Netflix-ის აქციები 1.5%-ით გაიზარდა, რამაც კვირის განმავლობაში კომპანიას 18%-იანი ზრდა მოუტანა.

წარუმატებელი 2023 წლის შემდეგ, როდესაც ჰოლივუდის გაფიცვებმა კომპანიის ოპერირებაზეც იმოქმედა, მიმდინარე წელი სტრიმინგ-გიგანტისთვის პოზიტიურად დაიწყო და S&P 500 ინდექსში Netflix-ი მოწინავე პოზიციებს იკავებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა Netflix-ის მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც კოვიდპანდემიის შემდეგ არ მომხდარა. ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში პლატფორმამ 13.1 მილიონი ახალი გამომწერი შეიძინა, რითაც მნიშვნელოვნად გადააჭარვა Wall Street-ის 8,9 მილიონიან პროგნოზს.

გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყო შედარებით ხელმისაწვდომი რეკლამიანი პაკეტის შეთავაზებამაც, რამაც კომპანია, პაროლების გაზიარების შეზღუდვის შემდეგ, კრიზისიდან იხსნა. თავად Netflix-ი კი მიიჩნევს, რომ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორის ანგარიშის პაროლის გაზიარების შეზღუდვა სწორი გადაწყვეტილება იყო.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Netflix-მა გასული წლის განმავლობაში $5,41 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები