მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ადგილობრივ გენერაციაში თბოსადგურების წილი გაიზარდა

647dc8402f546
მარიამ ვარადაშვილი
05.06.23 21:00
461
2022 წელს თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია წლიურად 42%-ით გაიზარდა.

გამომუშავებასთან ერთად, 2022 წელს ელექტროენერგიის წარმოების სტრუქტურაში თბოსადგურების ელექტროენერგიის წილი 2021 წელთან შედარებით 26.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წელთან შედარებით 6.2.%-ით შემცირდა და ჯამურად წარმოებულ ელექტროენერგიაში აღნიშნულის წილმა 23.2% შეადგინა. გასულ წელს თბოსადგურების ჯამური გამომუშავება 3 387,73 მლნ კვტს.სთ შეადგინა.

2022 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება ასე გადანაწილდა:

23,2% - თბოსადგურები
76,2% - ჰიდროელექტროსადგურები
0.6% - ქარის ელექტროსადგური

2022 წელს ელექტროენერგიის წარმოება წინა წელთან შედარებით 12.5%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 27.8%-ით გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, წარმოების ზრდა კარგი ჰიდროლოგიური წლით იყო გამოწვეული. ამავე დროს საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ელექტროსადგური (ჯამური დადგმული სიმძლავრე 26.92 მგვტ). 2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 4%-ით იზრდება, რაც ჰიდროლოგიის გარდა, მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული და რეაბილიტირებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, 2022 წელს საქართველოში იგი წინა წელთან შედარებით 3.6%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა. ჯამში მოხმარებამ 14 მილიარდ კვტ.სთ-ს გადააჭარბა.

კერძოდ, სააგნარიშო პერიოდში ელექტროენერგიის წარმოებამ 13,988 მლნ კვტ-სთ შეადგინა, მოხმარება კი - 14,550 მლნ კვტსთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები