მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 21 მოსამართლის ფინანსური დეკლარაცია შეისწავლა - შედეგები

64ad610313bae
ინგა მურუსიძე
11.07.23 17:42
635
მიმდინარე წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებაა დაგეგმილი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სასამართლოს გუშაგიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათი ცნობით, წელს შესამოწმებელ პირთა სიაში 60 მოსამართლეა, აქედან 14 მოსამართლე შერჩეულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხოლო 46 კომისიის მიერ, რომელთა შორის არიან მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ირაკლი ბონდარენკო, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და გიორგი მიქაუტაძე.

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკურ მაჩვენებლებს:

2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ შეისწავლა 21 მოსამართლის ფინანსური დეკლარაცია, რომელთაგან 17 დადებითად შეაფასა, 1 შემთხვევაში გაფრთხილებით შემოიფარგლა, 3-ში კი შეწყვიტა შესწავლა.

21 მოსამართლის დეკლარაცია შეისწავლეს 2021 წელსაც. ამ შემთხვევაში დადებითად მხოლოდ 12 მოსამართლე შეაფასეს, 4 შემთხვევაში მოსამართლეები დააჯარიმეს, ხოლო 5 შემთხვევაში გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.

2020 წელს შედარებით ნაკლები რაოდენობის მოსამართლე მოხვდა შესამოწმებელ პირთა სიაში: 14 მოსამართლიდან 11 დადებითად შეფასდა, 2 დაჯარიმდა, ხოლო 1-ს გაფრთხილება მიეცა.

2019 წელს 25 მოსამართლის დეკლარაცია შეამოწმა ბიურომ - 3 პირი დაჯარიმდა, ხოლო 2 შემთხვევაში გაფრთხილება მიეცათ. 2018 წელს 14 შემოწმებულ პირთაგან, მხოლოდ 7 შეფასდა დადებითად.

დაჯარიმება:

თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში არსებითი დარღვევისას თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა. 2018-2022 წლების განმავლობაში, მთლიანობაში, მოსამართლის დაჯარიმების 3 შემთხვევაა. დაჯარიმებულ მოსამართლეებს შორის 2019 წელს აღმოჩნდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მერაბ გაბინაშვილი (იმ დროისათვის ორივე მოსამართლე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა). 


მიმდინარე წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებაა დაგეგმილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები