მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს სატელეკომუნიკაციო დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ₾435 მილიონამდე შევიდა

6494753fa2ab9
BM.GE
22.06.23 23:10
503
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. იგი დეპუტატებს აღნიშნული უწყების თავმჯდომარემ კახა ბექაურმა წარუდგინა. 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ბექაურმა თქვა, რომ 2022 წელს მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 5 მლნ 840 ათასი შეადგინა. გასული წლის განმავლობაში ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი, საშუალოდ, 11,8 ლარი იყო.

მისი ინფორმაციით, მობილურ ინტერნეტს 4,1 მლნ აბონენტი მოიხმარს, რაც წინა წელთან შედარებით, 350 000-ით მეტია. ამასთან, 2022 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტის მოხმარების 94% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა. მისი ინფორმაციით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობამ 1 მლნ 80 ათასი შეადგინა და იგი უკვე საქართველოს 2510 სოფელშია ხელმისაწვდომი.

საბოლოოდ კი 2022 წელს სატელეკომუნიკაციო დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 434 299 755 ლარი შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები