მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს თბილისში გაზის მოხმარება 8%-ით გაიზარდა - "თბილისი ენერჯი"

64199fcdd7bba
მარიამ ვარადაშვილი
21.03.23 17:11
577
“თბილისი ენერჯის” კომერციული დირექტორის ედიშერ ხორავას ინფორმაციით, 2022 წელს დედაქალაქში ბუნებრივი გაზის მოხმარება 8%-ით გაიზარდა. ამასთან, 14%-ით არის გაზრდილი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობაც.

“თბილისში მოხმარება ჯამურად 8%-ით გაიზარდა, რაც დაახლოებით 730 მლნ კუბურ მეტრს უდრის. ასევე გაიზარდა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება, სადაც წლიურად 14%-იანი ზრდა ფიქსირდება. როგორც აღვნიშნე, ზრდა გვაქვს 2021 წელთან შედარებით, მაგრამ ვიცით რომ ეს ჯერ კიდევ იყო პოსტპანდემიური პერიოდი. ამიტომ მნიშვნელოვანია ისინი 2019 წლის მონაცემებს შევადაროთ. თუმცა უნდა აღნიშნოს რომ საყოფაცხოვრებო ნაწილში პანდემიურ წლებში ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზარდა, რადგან მოქალაქეები ძირითად დროს სახლში ატარებდნენ მაშინ, როცა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთხით მაგალითად 2020 წელს მოხმარება წლიურად თითქმის 20%-ით შემცირდა. შემდეგ წლებში ეს მაჩვენებელი თანდათან გაუმჯობესდა და როგორც გითხარით 2022 წელსაც ზრდა დაფიქსრიდა, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა. ეს ნიშნავს, რომ კომერციული მოხმარების მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდა”, - ამბობს ხორავა bm.ge-სთან ინტერვიუში.

“თბილისი ენერჯიში” აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის კომერციული ტარიფის ზრდა არ იგეგმება. სამომხმარებლო ტარიფისგან განსხვავებით საქართველოში ბუნებრივი გაზის კომერციული ტარიფი დერეგულირებულია.

“სიმართლე გითხრათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები რაოდენობრივად მნიშვნელოვნად არ იზრდებიან. მათი წლიური ზრდა შესაძლოა 50-100 მომხმარებელი იყოს. აქედან გამომდინარე, იმას, რომ ზრდა ძირითადად მომხმარებელთა რაოდენობით არის გამოწვეული, ვერ ვიტყვით. 2022 წელი და განსაკუთრებით ბოლო კვარტალი იმის მანიშნებელია, რომ მოხმარება როგორც თვიური, ისე მოხმარების საშუალო მაჩვენებელი პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. მოლოდი გვაქვს, რომ მოხმარების ზრდა შენარჩუნდება და 2023 წელს 2019 წელზე უკეთესი შედეგი გვექნება”,-ამბობს ხორავა BMG-თან საუბრისას.

ამას გარდა, “თბილისი ენერჯის” პროგნოზით, 2023 წელს თბილისში წლიური ჯამური მოხმარება 8%-მდე გაიზრდება.

“2023 წელს მომხმარებლის ზრდას ველოდებით. ბოლო ორი წელია ზრდის ტენდენცია გვაქვს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული აბონენტების. ვფიქრობთ, ჯამური მოხმარება 7-8%-ით გაიზრდება”,-ამბობს ხორავა.

2022 წელს ქვეყანაში ბუნებრივი გაზის წლიურმა მოხმარებამ 3 მილიად კუბურ მეტრს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები