მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს წარმატებულ წლად შევაფასებ - "ანაგის" დირექტორი

63dcb62063d38
გიგა ბენია
03.02.23 22:35
2699
"2022 წელი ჯანსაღი და აღმავალი პერიოდი იყო",- ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "ანაგის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. როგორც ირაკლი გოგოლიშვილმა BMG-ს გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში აღნიშნა, გასულ წელს კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა.

"2021 წელთან შედარებით, 2022 გაცილებით ჯანსაღი და აღმავალი პერიოდი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი ბაკურიანის ხელოვნური ტბების მშენებლობა იყო, რომელიც გასულ წელს დაიწყო და დასრულდა. ამასთან, იყო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა სამხედრო ქალაქის და სასტუმროს მშენებლობა. საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოსტკოვიდური პერიოდი იყო, 2022-ს წარმატებულ წლად შევაფასებ", - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა.

"ანაგის" გენერალურმა დირექტორმა BMG-თან მიმდინარე წლის გეგმებზეც ისაუბრა. კომპანია ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრის პროექტებს გეგმავს.

"კონტრაქტები გაფორმებული გვაქვს 200-220 ათასი კვადრატული მეტრის მშენებლობაზე და ვფიქრობთ, დაახლოებით ორ ამდენ პროექტში ჩავერთვებით. რამდენიმე წლის წინ, საორიენტაციოდ წელიწადში ნახევარ მილიონ კვადრატს ვითვლიდით. ვფიქრობ, წელს ამ ნიშნულს დავუახლოვდებით",- აღნიშნა ირაკლი გოგოლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები