მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ხორბლის წარმოება 16%-ით გაიზარდა, სიმინდის კი 35.8%-ით შემცირდა

6437bfff70e73
გიგა ბენია
13.04.23 14:55
831
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს ხორბლის წარმოებამ 157.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით, 15.8%-ით მეტია. 0.5%-ით გაიზარდა ქერის წარმოება, რამაც 58.4 ათასი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის წინასწარ მონაცემებში აღნიშნულია, რომ გასულ წელს 35.8%-ით შემცირდა სიმინდის წარმოება. ჯამში ქვეყანამ 149.5 ათასი ტონა სიმინდი აწარმოვა. ყველაზე დიდი მოცულობით სიმინდი ბოლოს 2020 წელს ვაწარმოეთ, ჯამში 255 ათასი ტონა.

რაც შეეხება კარტოფილის წარმოებას, 2021 წელთან შედარებით, გასულ წელს კარტოფილის წარმოება 15.6%-ით შემცირდა. წარმოებამ ჯამში 198.2 ათასი ტონა შეადგინა.

ამასთან, 2022 წელს 127.9 ათასი ტონა ბოსტნეულია წარმოებული, რაც 14.2%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

რაც შეეხება მოსავლიანობას, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ხორბლის, ქერისა და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები გაიზარდა. ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2,9 ტონა/ჰა, ქერის კი 2.4 ტონა/ჰა შეადგინა.

შემცირებულია სიმინდისა და კარტოფილის საშუალო შემოსავლიანობა. სიმინდის საშუალო შემოსავლიანობამ 2.1 ტონა/ჰა შეადგინა, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელს 3 ტონა/ჰა იყო. კარტოფილის საშუალო შემოსავლიანობამ 11.7 ტონა/ჰა შეადგინა. გასულ წელს ეს მონაცემი 14.3 ტონა/ჰა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები