მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლამდე რეგისტრირებულმა მეწარმეებმა სარეგისტრაციო მონაცემები წლის ბოლომდე უნდა განაახლონ

BM.GE
12.04.23 12:18
268
2022 წლამდე რეგისტრირებულმა მეწარმეებმა სარეგისტრაციო მონაცემები და სადამფუძნებლო დოკუმენტები 2024 წლამდე უნდა განაახლონ. ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ დადგა. ახალი კანონი ძალაში 2022 წლის 1 იანვარს შევიდა, რომლის თანახმადაც, მეწარმეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ამ პერიოდამდე, ორწლიანი ვადა მიეცათ სარეგისტრაციო დოკუმენტების განსაახლებლად. მეწარმეებმა მარეგისტრირებელ ორგანოს ან მარეგისტრირებელი ორგანოს ავტორიზებულ პირებს უნდა მიმართონ და ის დოკუმენტები წარადგინონ, რომელიც ახალ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანადაა საჭირო. რა ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს მეწარმეებს და რა დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობათ მათ კანონით?

სტუმარი: გიორგი კეკენაძე - იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” უფროსი იურისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები