მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2022 წლის ბოლომდე საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია მოეწყობა“ - ჯანდაცვის მინისტრი

627ba87dbc07e
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.22 16:19
485
„ჩვენი პროგნოზით 2022 წლის ბოლოს, ქვეყანას გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეროვნული ლაბორატორია ექნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შორის თანაბრად კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით, 2022 წლის ივნისიდან GMP სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულება განისაზღვრა ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებზეც.

„მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე, 2022 წლის ბოლომდე ყველა ადგილობრივ მწარმოებელს კარგი საწარმოო პრაქტიკის - GMP სტანდარტზე გადასვლა დაევალა.

ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის დამატებითი რეგულირების მექანიზმების უზრუნველყოფისთვის, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წამლის ხარისხის ლაბორატორიის მოწყობა, რომლის აღჭურვილობის შესყიდვა დასრულებულია. ჩვენი პროგნოზით 2022 წლის ბოლოს, ქვეყანას გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეროვნული ლაბორატორია ექნება, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდება მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შემოწმება, რაც დღეს არსებული რესურსების ფარგლებში მხოლოდ მედიკამენტების მცირე რაოდენობას მოიცავს“, - აღნიშნა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ზურაბ აზარაშვლმა, ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს და განსაკუთრებით ჯანდაცვის კომიტეტს, ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები