მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2022 წლისთვის ბაკურიანში შესაძლოა, ბიატლონში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს

57c5b2c4d0eca
BM.GE
30.08.16 20:19
1762
2022 წლისთვის ბაკურიანში შესაძლოა, ბიატლონში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბაკურიანში უკვე დაწყებულია ბიატლონის ტრასის დაპროქტება, ასევე ტრამპლინის აღდგენა.

"8 საბაირო შენდება ერთად ამ მომენტში და ასეთი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ბაკურიანში უკვე დაწყებულია თბილისის ზღვაზე მდებარე აკვაპარკის მსგავსი აკვაპარკის მშენებლობა, რომელიც იქნება ზაფხულისთვისაც და ზამთრისთვისაც. ასევე, დაწყებულია ბიატრონის დაპროქტება. ფრანგი ექსპერტები მუშაობენ და ბიატლონის ტრასა დაპროექტდება ბაკურიანში, ასევე დაპროექტდება ჰოკეის 1000 კაციანი დარბაზი და ასევე ტრამპლინის აღდგენა მოხდება ბაკურიანში. ყველა ექსპერტი, ვინც ჩამოყვანილი გყავს, გვეკითხება, ალბათ თქვენ ოლიმპიადისთვის ემზადებითო, რადგან სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია ასეთი ნახტომისებრი განვითარება კურორტის დაისახოს და განახორციელოს ქვეყანამ. ჩვენ ვეუბნებით, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით ოლიმპიადისთვის და შესაძლებელია ალბათ 8-10 წლის მერე ვიფიქროთ სერიოზული ტურნირების ჩატარებაზე. 2022 წელს ვფიქრობთ, რომ ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლონში ბაკურიანში და ამისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები