მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023-დან „საქართველოს კაპიტალს“ ახალი CEO ეყოლება - რა გეგმები ექნება ნიკოლოზ გამყრელიძეს?

BM.GE
13.05.22 16:58
941
საინვესტიციო ჰოლდინგ „საქართველოს კაპიტალის“ მენეჯმენტში ცვლილებებია - კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლიდან ირაკლი გილაური აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს, თუმცა ის დარჩება დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.

„საქართველოს კაპიტალის“ CEO-ს თანამდებობას ნიკოლოზ გამყრელიძე დაიკავებს, რომელსაც ამჟამად კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია უჭირავს.

ირაკლი გილაურის განცხადებით, გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო და ის კომპანიის ინტერესებს ემსახურება, რაც დირექტორისა და თავმჯდომარის როლების გამიჯვნასთანაა დაკავშირებული.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე 9 მაისს ინვესტორებისთვის განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს კაპიტალს 2022 წლიდან მოყოლებული განახლებული სტრატეგია ექნება. საქართველოს კაპიტალი აქცენტს გააკეთებს ნაკლებად კაპიტალტევად ინვესტიციებზე,განაახლებს კაპიტალის მენეჯმენტის ჩარჩოს და საკუთარ სტრატეგიას დააფუძნებს ESG სტანდარტებს.

საქართველოს კაპიტალი აპირებს მეტად აითვისოს რეგიონული ზრდის შესაძლებლობები, როგორც ეს მოხდა მაგალითად რითეილ ფარმა სექტორის მსგავსად, სომხეთის შემთხვევაში.


რატომ დადგა დღის წესრიგში დირექტორისა და თავმჯდომარის როლების გამიჯვნა – რა მიზანს ემსახურება და რამდენად ემსახურება იმ განახლებულ სტრატეგიას?

სტუმარი : ნიკა გამყრელიძე „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები