მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს 361-ს ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა - შრომის ინსპექცია

ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით 3765 ინსპექტირება ჩაატარა. შედეგად ნორმების დარღვევისთვის 2527 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა შემდეგი სანქციები:

• 1523 შემთხვევაში გაფრთხილება
• 361 შემთხვევაში საქმიანობის შეჩერება
• 643 შემთხვევაში ჯარიმა

2023 წლის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირება 81 904 დასაქმებულ პირს შეეხო.

მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს განხორციელებული ინსპექტირებების 50% აღემატება 2022 წლის მონაცემებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველივე შემოწმებისას ობიექტების 51%-მა აღმოფხვრა გამოვლენილი დარღვევები.

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2018 წლიდან დღემდე 42%-ით არის შემცირებული.

შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი ეხება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ობიექტს, უწყება უფლებამოსილია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ჩაატაროს ინსპექტირება წინასწარი გაფრთხილების გარეშე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები