მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს 4.2 მილიონის პოლიტიკური შემოწირულობა გაიცა - რომელ პარტიას აჩუქეს ყველაზე მეტი თანხა

ირაკლი კობახიძე

2023 წლის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობის სახით სულ 4.2 მილიონი ლარი გაიცა, დონაცია სულ 564-მა ფიზიკურმა და ორმა იურიდიულმა პირმა განახორციელა. როგორც შემოწირულობების სტატისტიკიდან ირკვევა, ყველაზე მეტი თანხა - 2,575,000 ლარი ქართულ ოცნებას შესწირეს, რომლის სასარგებლოდაც დონაცია 95-მა პირმა განახორციელა. მეორე ადგილს იკავებს პარტია “ლელო საქართველოსთვის”, რომელსაც 48 პირმა ჯამში 691,475 ლარი შესწირა. მესამე ადგილზეა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც 90-მა პირმა 515,615 ლარი შესწირა.

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სისტემის თანახმად, აღნიშნულ სიაში მოხვდა ახალი პარტია “თაობები საქართველოსთვის”, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ბიზნესმენმა შოთა შალელაშვილმა დააფუძნა. ამ პარტიამ შვიდი დონორისგან ჯამში 240,000 ლარის დაფინანსება მიიღო.

2023 წლის 10 თვის განმავლობაში პოლიტიკური შემოწირულობები ასე ნაწილდება:

  1. ქართული ოცნება - 2,575,000 ლარი;
  2. ლელო საქართველოსთვის - 691,475 ლარი;
  3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 515,615 ლარი;
  4. თაობები საქართველოსთვის - 240,000 ლარი;
  5. ევროპული საქართველო - 64,007 ლარი;
  6. კონსერვატიული მოძრაობა - 32,192 ლარი;
  7. ლეიბორისტული პარტია - 19,522 ლარი;
  8. ევროპელი სოციალისტები - 14,505 ლარი;
  9. საქართველოსთვის - 13,807 ლარი;
  10. ხალხისთვის - 12,975 ლარი;
  11. ელენე ხოშტარია - დროა - 9,130 ლარი.

საგულისხმოა გარემოება, რომ რამდენიმე თვეა შეიცვალა პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სტრუქტურა. თუკი წარსულში ამ ფუნქციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასრულებდა, ამჟამად მას მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები