მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს 900-ზე მეტი ავტომობილი გავყიდეთ - "ლექსუს თბილისი"

ლექსუსი

მიმდინარე წელი "ლექსუს თბილისისთვის" სარეკორდო წელია, კომპანიამ 11 თვის განმავლობაში 900-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა - ამის შესახებ "ლექსუს თბილისის" დირექტორმა შალვა ციხელაშვილმა "საქმიან დილაში" სტუმრობისას განაცხადა.

"მიმდინარე წელს 900-ზე მეტი ავტომობილი გავყიდეთ, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. იმედი გვაქვს, ჩვენი ახალი მინივენი LM ლიდერის პოზიციის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ავტობაზარზე ლექსუსი შარშან ლიდერი იყო, წლევანდელი მაჩვენებლებით კი ვხვდებით, რომ ავტობაზარზე პრემიუმ სეგმენტში "ლექსუსი" დღესაც ლიდერია", - დასძინა შალვა ციხელაშვილმა.

ამასთან, "ლექსუს თბილისის" დირექტორმა კომპანიის ბოლო 5 წლის დინამიკაზეც ისაუბრა, მისი თქმით, ბაზარზე ლექსუსის მიმართ მოთხოვნა ყოველთვის იგრძნობოდა.

"ზუსტად 5 წელია, რაც "ლექსუს თბილისი" გაიხსნა. 2019 წელს 250 ახალი ავტომობილი გავყიდეთ. 2020-2021 წლებმა, პანდემიის გამო, ავტომწარმოებლები შეაჩერა, გვქონდა სხვადასხვა გამოწვევები ლოგისტიკის ნაწილში კოვიდისა და შეზღუდვების გამო, 2020-2021 წლებში, 2019 წლის გაყიდვების მაჩვენებელი ფაქტობრივად განახევრდა, თუმცა 2022 წელს 450 ავტომობილი გავყიდეთ, წელს კი ეს რიცხვი გავაორმაგეთ. პრობლემების და გამოწვევების მიუხედავად, ბაზარზე "ლექსუსის" მიმართ მოთხოვნა ყოველთვის იგრძნობოდა", - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის: „ლექსუს თბილისი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს და სრულ ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები