მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ადრეული გაფრთხილებისა და მონიტორინგის ყველა სისტემა უცხოური გრანტით დამონტაჟდა - რამდენი სისტემა ქვეყანაში?

გაფრთხილოების სისტემა

გასულ წელს, საქართველოში 11 ადრეული გაფრთხილებისა და მონიტორინგის სისტემა დაფინანსდა, ყველა სისტემა უცხოური გრანტის UNDP/GCF-ის პროგრამის “ კლიმატური ცვლილებების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში" მოეწყო.

საქართველოს ამ ეტაპზე სულ 18 მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემა აქვს.

2018 წლის 6 ივლისს იმ დროისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა ექნება.

მინისტრთა კაბინეტის წევრები, მაშინ სპეციალისტებთან ერთად, მდინარე ნენსკრაზე მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგებს ადგილზე ეცნობოდნენ. ამჟამად დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერია.

bm.ge-ის სააგენტოში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე კომპლექსური კვლევა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც წლის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ 12 სისტემა დამონტაჟდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, სწორედ ამ სადგურებზე დაყრდნობით არის გაანალიზებული რეგიონული მონიტორინგისა და ფორსმაჟორული სიტუაციების დროს, მიღებული ინფორმაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები