მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ალდაგმა მომხმარებლებს 70 მილიონი ლარი აუნაზღაურა

დაზღვევა
23.01.24 12:24
769

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" 2023 წელს აჯამებს. გასული წლის მონაცემებით, ალდაგმა მომხმარებლებს 70 მლნ ლარი აუნაზღაურა და 25 ათასამდე ზარალი დაარეგულირა. ანაზღაურება როგორც MSME, ისე კორპორაციულ და საცალო შემთხვევებს მოიცავს. განსაკუთრებით დიდი თანხა, 14 მილიონი ლარი ანაზღაურდა მხოლოდ აგროდაზღვევის სეგმენტში.

"ალდაგი" აქტიურად ვითარდება არასიცოცხლის დაზღვევის ყველა სეგმენტში, ნერგავს ინოვაციებს და წლიდან წლამდე აფართოებს ბაზრის წილს. 2023 წლის ბოლოს ალდაგის ბაზრის წილი 30%-ს შეადგენდა და წლის განმავლობაში ჯამურად მომხმარებელთა რაოდენობა 31%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ალდაგის ნდობის მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. 2023 წელს ალდაგმა მომხმარებლებს ანაზღაურების მოქნილი და სწრაფი სქემა შესთავაზა, გააფართოვა მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი და კონკრეტულ პროდუქტებზე სპეციალიზირებული ანაზღაურების გუნდი ჩამოაყალიბა, რამაც ანაზღაურების პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებით, ვეხმარებით მომხმარებლებს რისკების უკეთ მართვაში. 2023 წელი საკმაოდ ბევრი მასშტაბური ზიანით იყო გამორჩეული და ალდაგმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის.. 2024 წელს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ სიახლეს ვპირდებით.. ვეცდებით, უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ დაზღვევით, ავამაღლოთ ცნობიერება სადაზღვევო პროდუქტებზე, რომ დავეხმაროთ ადამიანებს ფინანსური რისკების სწორად მართვაში”, - აცხადებენ "ალდაგში".